Summary, etc.: |
ნაშრომში მოცემულია ავტორთა მიერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში ჩატარებული მრავალწლიანი კვლევის შედეგები: ხალხში ჯერ კიდევ შემორჩენილი ცნობები ველურად გავრცელებული მხალეული მცენარეებისა და სოკოების კულინარული გამოყენების შესახებ. მოკლედ არის დახასიათებული საქართველოს რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და მცენარეული საფარი ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე (კორძახია, 1961; მარუაშვილი, 1964; საბაშვილი, 1965; საქართველოს გეოგრაფია, 2000-2003; უკლება, 1972; ურუშაძე, 1972; დოლუხანოვი, სახოკია, ხარაძე, 1946; კეცხოველი,1935, 1960, 1964–1969; ლაჩაშვილი, ხაჩიძე, ხეცურიანი, 2015; სახოკია, ხუციშვილი, 1975; ქვაჩაკიძე, 2010; შეთეკაური,ჭელიძე, 2016). კონსპექტის სახით წარმოდგენილია ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული ველურად მოზარდი მხალეული მცენარეებისა და საკვები სოკოების დახასიათება, ცნობები გავრცელების და ფენოლოგიის შესახებ. ნაშრომი დასურათებულია. მცენარისა და სოკოს ლათინური სახელწოდება მოცემულია „საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხის“ (2018) და „Index Fungorum“-ის (2018) მიხედვით. მათი ქართული სახელწოდება - ა. მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონის“ (1991) და ი. ნახუცრიშვილის „საქართველოს სოკოების“ (2007) შესაბამისად. კუთხური სახელწოდებები მოტანილია ა. მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონის“ (1991) და სხვა ლექსიკონების, აგრეთვე მთხრობელთა მიერ მოწოდებული და საველე ეთნობოტანიკური სამუშაოებისას მოპოვებულ მასალათა მიხედვით. წიგნი საინტერესო იქნება ეთნობოტანიკით დაინტერესებულ პირთათვისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. |